კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს თქმით, განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისაგან, რათა ადამიანის გრძნობებისა და რწმენის გამოცდა მოხდეს.
რუსეთში დუმის არჩევნები მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, დუმის არჩევნებში მონაწილეობას უკრაინაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებიც იღებენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფები მოინახულა.
ამერიკის შტატ მინესოტაში ქალაქ სენტ-კლაუდში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა, სულ მცირე 8 ადამიანი დაჭრა.
ნიუ იორკის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანმა მიიღო დაზიანება. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება. ამის შესახებ BBC წერს.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალურ პროცედურას, სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს.
სირიაში ავიადარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ინფორმაციის მინისტრი ვაილ ადილ სალმან ალ-ფუიადი დაიღუპა.
ევროკავშირი "კრიტიკულ მდგომარეობაშია", განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრატისლავაში, სადაც ევროპის ლიდერები არიან შეკრებილი იმაზე მსჯელობისთვის, თუ როგორ უნდა აღადგინონ ნდობა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ბლოკის დატოვებას მისცა ხმა.
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გამოსვლისთვის ხმის მიცემის შემდეგ ევროკავშირი ბრატისლავაში პირველ სამიტს მართავს. როგორც "დოიჩე ველე" წერს, ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხე აზრთა სხვადასხვაობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.