უფრო მეტი

თანამედროვე ომებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეალურ დროში ბრძოლის ველის სურათისა და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა, იზრდება ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური უპირატესობის მნიშვნელობა.საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების - ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა. ამ თემაზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა და საზოგადოებას ამ კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში
„მინისტრის საათის“ ფორმატში ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების
წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის პროცესზე ისაუბრა.

სრულად...

თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების კუთხით, თავდაცვის უწყების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაიხსენა.

სრულად...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოზე გაამახვილა ყურადღება და ამ ფონზე საზოგადოებას თავდაცვის სფეროში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები გააცნო. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის უწყების გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და დასახული გეგმები საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

სრულად...

ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. დოკუმენტს 438-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 65 იყო, 94-მა კი – თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფება. ლელა ჩიქოვანს ლიეტუველმა კოლეგამ - ეროვნული თავდაცვის ვიცე-მინისტრმა მარგირის აბუკევიციუსმა ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

სრულად...

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის საველე სწავლება ჩაატარეს.

სრულად...

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებისთვის ქალთა
ლიდერობის თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. „ქალები თავდაცვის სისტემაში“
სემინარი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა და
თავდაცვის უწყებაში ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების სექტორში
გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების
ინტეგრირების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. ექსპერტების მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელდა ფაქტების დამახინჯება და ქართული ჯარის დისკრედიტაცია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი