საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა.
GUARDIAN.GE - ავსტრალიაში შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სკოტ მორისონის „კონსერვატიული“ მთავრობა დაამარცხა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი გახდა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი უმრავლესობის ჩამოყალიბებას.
ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის" კულმინაციური სწავლება ჩატარდა. წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა. საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სეტყვის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს ბოლო ზარს ულოცავს. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური რესურსები, მიიღონ განათლება, გახდნენ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ უოკერ ბუშმა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის ნაცვლად, შემთხვევით პუტინის ერაყში შეჭრა დაგმო, თუმცა მალევე გამოასწორა თავისი ნათქვამი და აღნიშნა, რომ იგი უკრაინას გულისხმობდა.
საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.