ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი პარასკევიდან ამოქმედდება.
ავღანეთის „თალიბანმა“ ახალი ლიდერი დაასახელა, რომელიც უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაღუპული, მულაჰ ახტარ მანსურის შემცვლელი იქნება. განცხადებაში თალიბანმა პირველად აღიარა მანსურის სიკვდილი და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას მაულავი ჰაიბატულაჰ ახუნზადა უხელმძღვანელებს.
ირანის უმაღლესი სასულიერო ორგანოს ექსპერტთა ასამბლეის ხელმძღვანელად სამშაბათს ახალი, მძლავრი ანტი-დასავლელი სასულიერო პირი აირჩიეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკომპრომისო სასულიერო პირები სრულად აკონტროლობენ იმ ორგანოს, რომელიც მომავალ სულიერ ლიდერს ირჩევს. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
ჰავაიზე, კაუაის კუნძულზე მომხდარ ავიაკატასტროფას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა მიანმარში მეწყერის ჩამოწოლას. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის დროს ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხელისუფლება არ გამორიცხავს დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.
ევროკავშირის გეგმის განხორციელება, რომელიც თურქეთისთვის 1-ლი ივლისიდან უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებდა, შეყოვნდება, რადგანაც ანკარა ამ დროისთვის მთავარ პირობებს ვერ დააკმაყოფილებს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ”ღირსეული პარტნიორის” საჩვენებელი სწავლება დასრულდა. სწავლებაში მონაწილეობდა ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი - 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა "ბმპ 2".
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.
რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს გაფართოება მიზეზია იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას, - აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
"როიტერსის" ცნობით, სირიაში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.