საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურვილი აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდეს და მასთან ერთად ფხენიანის ბირთვული პროგრამა განიხილოს.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ოთხი ბომბი აფეთქდა, რამაც სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. BBC-ის ცნობით, პირველი მომაკვდინებელი აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ადგილას შააბში ბაზრის გარე პერიმეტრზე მოხდა.
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს კვლავ ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარე დღეს დილით აზერბაიჯანის პოზიციებს თავს დაესხა, რასაც ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კანადის ხელისუფლებამ 12 ათას მუშას ნავთობმომპოვებელი საწარმოების დატოვება სთხოვა. BBC-ის ცნობით, სასწარაფო ევაკუაციის მიზეზი ალბერტას პროვინციაში, ქალაქ ფორტ მაკ მერიში გავრცელებული ხანძარია.
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც BBC იუწყება, მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით შედგა და ეს აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის შემდეგ მათ შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა კრის გოფმა „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულეს.
თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, ქვეყნის დატოვება შესაძლოა, 3 მილიონამდე ევროპელს მოუწიოს, - "ტელეგრაფის" ცნობით, აღნიშნული განცხადება შოტლანდიის გენერალურმა პროკურორმა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რიჩარდ კინმა პარლამენტში გამართულ დებატებზე გააკეთა.
სტამბოლში აფეთქება მოხდა. BBC-ის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.
ჩეჩნეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მაგომედ კარატაევმა რამზან კადიროვის კრიტიკის გამო თანამდებობადატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.