შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV).
თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მათ წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა „თიბისი ბანკს“ აუქციონზე სარეალიზაციოდ გამზადებული უძრავი ქონებები - ბინა და მიწები დაუყადაღა, სასამართლოთი გამოსახლება გაუჩერა (ოჯახები გამოსახლებას გადაარჩინა), - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებს შორის
სპორტული ტურნირი დასრულდა. ფინალური შეხვედრები გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
გაიმართა და მას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო
მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის სამ სახეობაში - ქართულ ჭიდაობაში, ფრენბურთსა და
მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ.
პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების, პოზიციების ჩასაფრებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა.
გუშინ, “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ისეთ აბსურდულ მოსაზრებებს ავრცელებდა, რომ წესიერად ვერავინ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდათ და რა მიზანი ამოძრავებდათ. შევეცდები, როგორ იტყვიან, “დაღეჭილად” ავხსნა, თუ რას ემსახურებოდა მათ მიერ აგებული მეტად სულელური იდეური კონსტრუქცია.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და აღმოსავლეთში გამარჯვებითაც კი შესაძლოა, კონფლიქტი არ დასრულდეს. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სასტიკი ბრძოლები გრძელდება და რუსეთი ცდილობს ტერიტორიის აღებას. მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის აღების მცდელობებს მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია, მოსკოვმა აქცენტი აღმოსავლეთ ნაწილზე გააკეთა და დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდების მიზნით თავისი ჯარების გადაჯგუფება მოახდინა, თუმცა, აშშ-ის დაზვერვის განცხადებით, ამის მიუხედავად, რუსული ჯარები ჩიხში რჩებიან.
GUARDIAN.GE - ლეონიდ კრავჩუკი, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი, 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი პრეზიდენტის პოსტს 1991-1994 წლებში იკავებდა, 1994-2006 წლებში კი ქვეყნის უმაღლესი რადას, პარლამენტის წევრი იყო.
GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას ათწლეულები დასჭირდება. სტრასბურგში, ევროკავშირის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან უკრაინას შესთავაზა ბლოკში გაწევრიანების დალოდების პერიოდში „პარალელურ ევროპულ საზოგადოებას“ შეუერთდეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სხვა გზებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.