ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსებმა რომ გაიგონეს: „…მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…" (ლუკა. 2.11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2.14).
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა შეასრულა.
სამების ტაძარში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არქიეპისკოპოსების საბჭოს შეკრებაზე საბოლოოდ გადაწყვეტს საკითხს, თუ რამდენჯერ შეიძლება დაქორწინდეს მორწმუნე. აღნიშნულის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. 6 მაისი მისი აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი ბორბალზე წამების დღეა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს, სვეტიცხოვლობა მიულოცა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ დღესასწაულს აღნიშნავს.
ერთ-ერთი ცოდვა რომელიც გააჩნია ადამიანს, არის უმადურობა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უკეთებ სიკეთეს და ის ბოროტად გპასუხობს, უმადურია. უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში უფლის სამადლობელი პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას.
ინდოეთიდან წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და მრევლი იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.