მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ვაზიანის პოლიგონზე გაიმართა. გეგმიურ საველე სწავლებაში მონაწილეობას მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეა იღებდა. დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.
უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი ნიკოლოზ კუსიანი 100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ნიკოლოზ კუსიანმა, ბიცეპსზე წონის აწევაში (strict curl) იასპარეზა და გაიმარჯვა. ჩემპიონატიდან თავდაცვის ძალების ჯარისკაცთან ერთად ოქროს მედლებით დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს კადეტთა მეათე ნაკადმა დაასრულა. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება ქუთაისში, სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა. წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. მას მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს.
ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის საზღვრის გარეთ აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ავღანეთში, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე.
„განუზომლად დიდია გენერალ გიორგი კვინიტაძის დამსახურება პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში და საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე.
„ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის - თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.