თავდაცვა

დღეს სამხედრო პოლიციის დღეა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. კანონმდებლებს ბიუროს დირექტორმა, ლევან გიორგობიანმა უმასპინძლა და ბიუროს სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

სრულად...

საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სასწავლო წლის დასრულება „ბასტი-ბუბუს” სტუდიის ბავშვებმა მიულოცეს.

სრულად...

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა და სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა.

სრულად...

გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა განახორციელეს. საბაზისო კურსის მე-4 დღეს ახალგაზრდებს ლექცია ჩაუტარდათ. ლეგიონის ახალწვეულები შენიღბვის ძირითად პრინციპებსა და შესაბამის ეკიპირებას გაეცნენ, რის შემდეგაც საველე სავარჯიშოები გაიარეს.

სრულად...

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების სწავლება მიმდინარეობს.

სრულად...

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა.

სრულად...

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ კადეტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩაატარა.

სრულად...

მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. ბატარეის (ასეულის) დონის გეგმიურ საველე სწავლებაში 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამი ბატარეა და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, უწყებაში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ნიდერლანდელი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი