საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყების ბალანსზე არსებული 5000 ბინის დაკანონებას ითვალისწინებდა, უკვე დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ავღანეთში, ქაბულისა და ბაგრამის სამხედრო ბაზების შემდეგ როტაციის პროცესი მაზარ-ი-შარიფშიც დასრულდა. II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს, მაიორ პაპუნა ხორავას მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო დროშა დღეს ახალ მთავარ სერჟანტს გიორგი გოგოჭურს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიაში სიმბოლურად გადაეცა. მას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის თანამდებობრივი უფლებამოსილება წინამორბედმა კობა ცირეკიძემ გადააბარა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის განხორციელება გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ოფიციალურად დაიწყო. აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან როტაციის წესით გადაიბარა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის განხორციელება დაიწყო. დღეს ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი განხორციელდა. ქართველი სამხედროები Toyota Hilux ტიპის პიკაპითა და Toyota Land Cruiser ტიპის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს.
დღეიდან თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ირაკლი ჭიჭინაძეს 2000 წლიდან თავდაცვის ძალებში სხვადასხვა ოპერატიული და ანალიტიკური პოზიცია ეკავა, მონაწილეობდა ასევე, სამშვიდობო ოპერაციაში ერაყის რესპუბლიკაში. მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედალი, ასევე დამსახურებული თანამშრომლობისთვის ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის მედალი -„სამსახურებრივი რკინის ჯვარი“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით დაიწყო. მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ეყოლება. თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს - Su-25 ტიპის თვითმფრინავებსა და Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.