აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ იმნაძე და ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ქართველ სამხედროებს მიმართა.
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა ოფიციალურად გადააბარა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წელს ინიცირიებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაშია შესული. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პერიოდულად ეცნობა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წელს ლიცეუმში მოხვედრის მსურველთა რიცხვი 61%-ით არის გაზრდილი. საბუთების მიღების პროცესი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. რეგისტრაცია 3 ივლისს დასრულდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯგუფის ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - რეიდი ობიექტზე გაიმართა. წვრთნების მიზანს წინააღმდეგობის ძალების ჩამოყალიბება და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის დახვეწა წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ობიექტზე თავდასხმის, ჩხრეკისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება. პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მონაწილეებს დღეს მცხეთაში, პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილოში უმასპინძლა. სტუმრებმა სასადილოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ქართული ჯარის კვების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას.
ავღანეთში „წიგნის კუთხის“ შესავსებად სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.