საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეამ ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა. სამხედრო წვრთნები დღისა და ღამის პირობებში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ ამოცანებს, როგორიცაა თავმოყრის რაიონის დაკავება, ტაქტიკური გადაადგილება და საცეცხლე მხარდაჭერა.
კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა
მომზადების კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და წვრთნებისა და
სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიტყვით მიმართეს, სწავლის
დასრულება მიულოცეს და უმცროს ოფიცრებს წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების
დასასრულს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა
ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო
საჯარისო ცენტრმა ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ასოციაციის წევრებს
რამდენიმე დღის განმავლობაში სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე,
სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული სწავლებების გავლისა და საერთო
საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, მათი პრაქტიკაში
განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს
სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის თავდაცვის მინისტრი ჰელენა
კარეირასი ეწვია. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის
შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების
სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს რუსთავის აკაკი წერეთლის სახელობის მე-8 საჯარო
სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებისთვის საჯარისო ცენტრის
წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ ცენტრის სტრუქტურის,
ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო
ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმა
წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. საჩვენებელ
სროლებს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია
დააკვირდა.
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამჯერად თბილისის
36-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ დეტალური
ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს თავდაცვის ძალების შესახებ
პრეზენტაცია ჩაუტარეს და სამხედრო ისტორიის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის
წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.