კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში
საინფორმაციო ოპერაციების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე
საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება
დაასრულა. დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა. 61-ე
ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი
მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს. სწავლების მიმდინარეობას
თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის Mlp Care ჯგუფის საავადმყოფოთა
ქსელ „მედიქალპარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის
სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი
ბუბუნაურმა და Mlp Care ჯგუფის საავადმყოფოთა ქსელის სამსუნ „მედიქალპარკის“
დირექტორმა ჰაქან ოზჯანმა მოაწერეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან
საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამხედრო
მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების
მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. თავდაცვის ძალების მეთაურმა
კაპრალ ზურა ლაფაჩს, უმცროს სერჟანტ ივანე გუგუმბერიძეს,სერჟანტ ზურაბ ბენდელიანს,
ლეიტენანტ ლევან კამლაძეს და უფროს ლეიტენანტ ლაშა აბრამოვს მოვალეობის პირნათლად
შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და
პარლამენტის წევრები ეწვივნენ. მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ
და თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა
ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლა და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს „ისთ ფოინთის“ 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში ტყის განახლების ხელშეწყობის მიზნით გამწვანების აქცია მოეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.