პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებს, მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მარტის თვიდან კადეტები საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ. სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. სასწავლო კურსის ინსტრუქტორმა და კადეტებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმის შექმნის ისტორიაზე, ლიცეუმში ცხოვრების პირობებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები სამხედრო ლიცეუმში მიღების პირობებით დაინტერესდნენ და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პროექტი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში საჯარო სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცის პროფესიას აცნობდნენ.
GUARDIAN.GE - საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს, სკოლის ეზოს მთავარ შესასვლელში კი რკინის კარი დაამონტაჟეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.