თავდაცვა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მუდმივმოქმედი ლოგისტიკის ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ექსპერტებმა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალები საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო სწავლებებში მუდმივად მონაწილეობს. ამჯერად, საქართველო ბატალიონის დონის შტაბით პირველად ჩაერთო ლიეტუვაში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში „MAPLE ARCH 2018“.

სრულად...

თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების  წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების  ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდსა და სხვა წევრებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს უპასუხა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

სრულად...

ექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი თავდაცვის ექს-მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლის თანახმადაც - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამხედრო ბაზაზე საარჩევნო უბნები გააუქმა და აკეთებს ყველაფერს, რომ სამხედროებს არ ჰქონდეთ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ავღანეთიდან ვადამდელი როტაცია დაიწყო იმ მიზნით, რომ შეიარაღებული ძალების კონტინგენტი იყოს გზაში და ვერ მოახერხოს ხმის მიცემა, როცა ავღანეთის კონტინგენტში ხმის მიცემის კენჭისყრა დადგება და ასევე, „თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იარაღს, რომელიც არ სჭირდება და უარს ამბობს იმ იარაღზე, რომელსაც გვჩუქნიან“ - აბსურდულს უწოდებს.

სრულად...

ავღანეთში, მიმდინარე წლის ივლისში საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე 10 ოქტომბერს იმსჯელა და 9-ვე სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ კარლ ჰარცელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი