თავდაცვა

დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სტომატოლოგიური კლინიკა „ეფლდენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და კლინიკა „ეფლდენტის“ დირექტორმა ნინო ჩიბურდანიძემ მოაწერეს.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი და IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩასართავად მზადაა. დღეს ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

სრულად...

„თუ ჩვენ დღეს ვარსებობთ როგორც ერი, ეს დიდწილად სწორედ გმირების დამსახურებაა, რომლებმაც შექმენს ისტორიები და სწორედ ეს ისტორიები ქმნიან ერის მეხსიერების იმ გენეტიკურ კოდს, რომელიც იყო გადარჩენის საფუძველი ისტორიულად და მომავალშიც იქნება ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ძარღვი“, ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გამართულ ღონიძიებაზე გააკეთა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდაზეა საუბარი.

სრულად...

ნოემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ ლევან იზორიამ საქართველოში ახლად დანიშნულ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ტრენინგი დაიწყო. 

სრულად...

რუსთავში, სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი გაიმართა.

სრულად...

ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, მთავარი სერჟანტის თანამდებობის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. მესამე ქვეითი ბრიგადის ყოფილმა მთავარმა სერჟანტმა ავთანდილ ახვლედიანმა ახალ სერჟანტს, მასტერ სერჟანტ თორნიკე თვარაძეს ლიცეუმის დროშა საზეიმოდ გადასცა.

სრულად...

„საინჟინრო ქვედანაყოფების სიტუაციური სწავლება“ ვაზიანის მე-5 პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით დღეს დასრულდა. ორკვირიან წვრთნაში საინჟინრო ბრიგადის მესანგრეთა ბატალიონი, ქიმიური ოცეული და EOD-ის ჯგუფები, ასევე IV მექანიზებული ბრიგადის ასეული და სატანკო ოცეული მონაწილეობდა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი