საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას, ვიგენ სარგსიანს უმასპინძლა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიში თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ წარუდგინა.
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ათეულები არიან ჩართული.
ბრიტანელი კაპიტანი ხარვი სი და ესპანელი ვიცე-პოლკოვნიკი სერხიო გომეზ ტორრესი "გენერალ გიორგი კვინიტაძის" სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამა წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე გაღრმავებული თანამშრომლობისა და ურთიერთთავსებადობის მაღალი დონე გამოყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ახალ ექსპერტებთან და ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან როზარია პუგლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნული გვარდია 27 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა მიულოცეს.
საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე, დღეს მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში უსმენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.