კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა. მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დევიდ როს ეთელმა მიულოცეს, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სერტიფიკატები გადასცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი წელს პირველ ოფიციალურ ვიზიტად რუმინეთს ეწვია. ლევან იზორიას რუმინელმა კოლეგამ, მიჰაი-ვიორელ ფიფორმა უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს მასპინძლობას რუმინელი კოლეგა მიჰაი-ვიორელ ფიფორი გაუწევს.
გუდაურში სამთო მომზადების საბაზისო კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 13 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევების დაუფლებაში უწევენ დახმარებას.
უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, წვრთნის (დრილ) სერჟანტთა მომზადების კურსი დაიწყო.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. გაცნობით შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში ლინას ლინკევიჩიუსსა და იოჰან რეელს სიგელები ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ გადასცა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.