თავდაცვა

ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, ყველას მოგესალმებით და მოგილოცავთ სპეციალური ოპერაციების ძალების იუბილეს. დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო სპეციალური ოპერაციების ძალების თითოეულ მებრძოლს, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს თავისი პროფესიონალიზმით, თავდადებით, გმირობით ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულება და თავგანწირვა. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სპეციალური ოპერაციების ძალებს იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა. რეაბილიტირებული და გარემონტებული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ახალი შენობა სრულად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.

სრულად...

მცხეთაში, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო ბაზაზე დაბა თიანეთისა და სტეფანწმინდის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.

სრულად...

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის,
საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ
პერსონალს მასპინძლობდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრის
ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ოთხდღიანი ინდივიდუალური
საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში სამხედრო სამედიცინო,
ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული
და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს.
ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ე
ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით
დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს.

სრულად...

ბულგარეთის დედაქალაქში გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა. ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან დიმიტარ სტოიანოვთან ორმხრივ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა და კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
მიმართულებას თავდაცვის ძალებში ქალების ჩართულობის გაზრდა, მათი მხარდაჭერა და
კარიერული წინსვლა წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აქტიური
თანამშრომლობითა და პარტნიორობით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ბროშურა „ქალები
საქართველოს სამსახურში“ მოამზადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა. უცხოელ კოლეგასთან შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) იღებენ მონაწილეობას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი