თავდაცვა

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან. დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, ელჩ სანდრა მაკკარდელს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კანადასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის განმტკიცების კუთხით.

სრულად...

პროექტის  „ჩვენი ჯარი“  ფარგლებში  მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის  ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი შეხვდა. ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მე-2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. გენერალი მშობლიური სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებს გაესაუბრა და ჯარისკაცის პროფესიისა და თავდაცვის ძალებში მიღებული გამოცდილების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. ლოჯისტიკის სარდალმა მოსწავლეებთან დისკუსიაში პატრიოტიზმისა და ქვეყნის  დაცვის  მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

სრულად...

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის
მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის
სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის
სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა.

სრულად...

ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში ქ.თბილისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის
დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების
საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება
დაათვალიერეს.

სრულად...

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“
ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ორფოლოს
პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი
მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. სიმულაციური სცენარის მიხედვით განხორციელდა რეიდი, მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, მოწინააღმდეგის ბლოკირება, შეტევა და ობიექტის განადგურება. სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

სრულად...

საქართველოში ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის
ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი იმყოფება. ამერიკელ
გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის
სამინისტროში უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა.

სრულად...

საქართველოში ვიზიტად მყოფი ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი
რიჰო უტეგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს
შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში
არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო
თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი