თავდაცვა

ახალგაზრდა თაობაში ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული
სულისკვეთების გაღრმავების მიზნით განახლებული პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს
მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად
სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუმრობენ და
მაღალი კლასის მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ.

სრულად...

თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი
პროექტი „ჩვენი ჯარი“ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების შესახებ
ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს
დედაქალაქისა და რეგიონების საჯარო სკოლებში ვიზიტსა და მოსწავლეებთან შეხვედრას
აგრძელებენ. პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის
ძალების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები სტუმრობენ.

სრულად...

რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე
სამხედრო ფიცი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო
მომზადების ცენტრში დადო (BCT). რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და
საქართველოს თავდაცვის ძალებს შეურთდნენ.სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების
მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის
ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები
უსურვეს და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს რეკრუტების მომზადებისთვის
მადლობა გადაუხადეს. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების
ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც.

სრულად...

საქართველოში ორდღიან ვიზიტად ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) იმყოფება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო
საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ
საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას
შეძლებს.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი
შესრულდა. საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო
მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების
აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-5 საარტილერიო
ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მიულოცეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ლატვიის
ეროვნული გვარდიის მეთაურს ბრიგადის გენერალ ეგილს ლეშჩინსკის შეხვდა. მხარეებმა
ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე
ისაუბრეს.

სრულად...

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში ქ.თბილისის N 64-ე საჯარო სკოლას თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის ძალების
წარმომადგენლები ესტუმრნენ. გენერალ-მაიორი მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო
ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და
მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებმა
მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობაც გააცნეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის ((EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა.

 

სრულად...

ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი გავიდა. თელავში საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი