საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სეტყვის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“-ის მიმდინარეობას გაეცნო. საველე კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება „სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ“.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი
მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო
კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ევროკავშირის წევრი და
პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე
გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და
ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და
ოპერაციებზე იმსჯელეს.
ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორის ბრძოლის მემორიალთან იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობის ფინანსური
მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა.
ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ. აღჭურვილობის გადაცემის
შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ
და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა
მოაწერეს ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.