გიორგი კვირიკაშვილი: გამოვდივართ ინიციატივით, რომ ქორწინება გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე
07-03-2016, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

კვირიკაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ საკითხს ეწინააღმდეგება "რესპუბლიკური პარტია", თუმცა მათი საწინააღმდეგო პოზიცია ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

 

 

"კოალიცია "ქართული ოცნების" დღევანდელი სხდომის განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დაწყებას მხარი დაუჭირა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დაამატა:

 


"ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით მიუღებლობას და აღკვეთას. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, რაც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე."

 

 

კომენტარები: 2
#2   მიხეილი
      
ყველაზე კარგი,საჭირო და აუცილებელი წინაპირობაა ქართული დემოგრაფიული მონაცემების გასაუმჯობესლებლად.
9 მარტი 2016 11:01
#1   მაია
      
ნამდვილად კანონში უნდა იყოს დაკონკრეტებული რომ ქორწინება არის (დაბადებიდანვე და არა სქესშეცვლი) ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ერთობლივი გადაწყვეტილება
8 მარტი 2016 13:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი