„პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც იცავს კონსტიტუციას და არა თავად არღვევდეს მას, გაუგებარია ეს ყველაფერი“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ფაქტზე გამოხატულ მწვავე კრიტიკას და აღნიშნა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქვეყნის კონსტიტუციას.
„იმპიჩმენტს რაც შეეხება, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. პირველი: ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონს, სხვა ადამიანებს და თუნდაც უცხოელ მეგობრებსრა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას?“ - განაცხადა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს ქვეყნის მოსახლეობის შესაფასებელია. დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა.
„ეს უნდა შეფასოს ქვეყნის მოსახლეობამ, ვინ როგორ მუშაობს. ჩემი მხრიდან გაკეთებული შეფასება არ იქნება სწორი, შეიძლება, არ ვიყო ობიექტური. ამიტომ, ეს უნდა შეაფასოს მოსახლეობამ. აქ საუბარია ქვეყნის კონსტიტუციის და კანონის პატივისცემაზე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენი ქვეყნის მოსახლეობის პატივისცემაზე. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, რომელიც იცავს კონსტიტუციას და არა თავად არღვევდეს მას. გაუგებარია უბრალოდ. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. მას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული, რომ სურვილი ჰქონდა უცხოეთში გამგზავრების, რაზეც მიიღო უარი და ახსნა-განმარტებაც იყო გაკეთებული. ეს არის ზუსტად კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაწერილია, თუ რომელი თანამდებობის პირი როგორ მოქმედებს, რა უფლებამოსილება აქვს. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ, ქვეყანაში იქნება ქაოსი. წარმოუდგენელია ეს მიდგომები და დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.