თეა წულუკიანი: ერთსქესიანი პირების დაქორწინებას ვერც ევროპა, ვერც დასავლეთი და ვერც ასოცირების ხელშეკრულება ვერ დაგვავალდებულებს
08-03-2016, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ აზრს ვიზიარებ, რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში," ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა და დაამატა, რომ საქართველოს ვერავინ ვერ დაავალდებულებს, "რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები."

 


"ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ვერც ევროპა, ვერც დასავლეთი, ვერც ასოცირების ხელშეკრულება, ვერც რომელიმე საერთაშორისო სასამართლო, ვერ დაგვავალდებულებს, რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები. საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს და ვერ გვექნება. სტრასბურგის სასამართლოც კი ამბობს, რომ ეს ისეთი თემებია, რომელიც საზოგადოების შიგნით უნდა გადაწყდეს ყველა ქვეყანაში. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ერთსქესიანი პირები უნდა ქორწინდებოდნენ. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ აზრს ვიზიარებ, რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან სამოქალაქო კოდექსის ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის სახლებში წყვილებს ვაქორწინებთ, კიდევ უფრო გამყარდეს. გამყარდეს იმ ქვეყანაში, რომელიც დგას ამ ტრადიციულ ღირებულებებზე. შესაბამისად, ამ ინიციატივას და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ჩემს როლს შევასრულებ იმისთვის, რომ ეს იქცეს კანონად," განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

კომენტარები: 10
#10  ზაალი
      
მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს ამ აზრის გამოთქმისთვის
19 მარტი 2016 07:32
#9   დარეჯან
      
ეს არის მოქალაქეობრივი პოზიცია საკუთარი ქვეყნის ეროვნული თვითშეგნებისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის ანგარიშგაწევით.
ასე თამამად და შეუფარავად ამ თემაზე განცხადება ხელისუფლებისა და მთავრობის არც ერთ წევრს არ გაუკეთებია.
უდიდესი პატივისცემა თეა წულუკიანს.
10 მარტი 2016 03:57
#8   დავითი
      
რა ვიცი მე რო წამოვაყენე წინადადება კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის დამატებითი დაცვის შესახებ ზოგმა პოლემიკა და უზარმაზარი ახსნაგამარტებები გამაკეთებინა, ზოგიერთებმა ლამის კომპი მესროლეს ფეისბუკიდან, არადა ეს არის ჩვეულებრივი ამბავია, თვით "დემოკრატიის აკვანშიც" კი არის კონსტიტუციაში 150 და მეტი წლის წინანდელი ჩანაწერები. არადა ეს არის სულ 5-6 სიტყვა-მაგალითი: ეს ჩანაწერი ან განსაზღვრება უვადოა და არ ექვემდებარება შეცვლას საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე. ან რაომე სხვა ვარიანტი ოღნდ ამ შინაარსით.
10 მარტი 2016 00:15
#7  dimitri
      
ძალიან კარგი,რომ ეს კანონი კონსტიტუციურად შევა ძალაში.
9 მარტი 2016 13:52
#6   ანრი ციხისელი
      
,,მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი... მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი...

კაცი რომ ქალის მშვენიერებას ,,ვეღარ შეამჩნევს", ,,ტფუ" ასეთ კაცს და ქალი რომ კაცთა ,,კურკურს" მოიწონებს, ,,ტფუ" ასეთ ქალს!
,,ქალაი ქალაბდეს, ვაჟაი ვაჟაბდეს"... ვირთხა სოროში ძვრებოდეს! ასეა საქართველოში...

იმზეგრძელე, თეა!
9 მარტი 2016 13:23
#5   თამაზი
      
ეგრე რა ყველა ჩვენ როგორ უნდა გვარიგებდეს როგორ ვიცხოვროთ
9 მარტი 2016 12:21
#4   თამთა ჩახუნაშვილი
      
ვფიქრობ,საკონსტიტუციო ცვლილება ერთგვარი ხრკია.საკმარისია დაისვას მძიმე და გაგრძელდეს "ქალსა და მამაკაცს, ქალსა და ქალს, კაცსა და კაცს შორის ერთობა". ვგონებ, სწორედ ამას აპირებენ. აბა რა საჭიროა ან ვისთვის არის საჭირო ასეთი დაზუსტება?!
9 მარტი 2016 08:19
#3   ლალი
      
ნამდვილად, ვეთანხმები ქალბატონ თეას ღირსეულ და მყარ გადაწყვეტილებას.სხვაგვარად წარმოუდგენელია საქართველოს კონსტიტუცია.რა თქმა უნდა, ოჯახი და ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ ქალს და მამაკაცს შორის.
9 მარტი 2016 07:45
#2   malina pertia
      
რა თქმა უნდა...მივესალმები ქ-ნ თეას ღირსეულ გადაწყვეტილებას, მის ურყევ პოზიციას ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებაში....რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის. ეს მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს და ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში....

ციტატა: lado
რა თქმა უნდა...მივესალმები ქ-ნ თეას ღირსეულ გადაწყვეტილებას, მის ურყევ პოზიციას ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებაში....რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის. ეს მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს და ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში....
9 მარტი 2016 02:58
#1   lado
      
რა თქმა უნდა...მივესალმები ქ-ნ თეას ღირსეულ გადაწყვეტილებას, მის ურყევ პოზიციას ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებაში....რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის. ეს მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს და ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში....
8 მარტი 2016 11:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი