ძლიერმა სეტყვამ თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა
12-06-2014, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერმა სეტყვამ თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელ ალექსეევკისა და სამღერეთის მოსახლეობა დაზარალდა, სადაც ძლიერმა სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ყანები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი. სეტყვის შედეგად დაზარალდა ირაგისა და ჭივჭავის თემებში შემავალი რამდენიმე სოფელი.

 


თეთრიწყაროს სოფლების მსგავსად სეტყვა წალკაშიც მოვიდა. სტიქიამ წალკაში, სოფელ ბეშთაშენში, ავრანლოში, იმერასა და ტბეთში მთლიანად გაანადგურა მოსავალი, ხეხილი, დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. იმერაში, ბეშთაშენსა და ავრანლოში ჩაიხერგა გზები. სოფელ ტბეთში არსებული ტბა უხვი ნალექის შედეგად გადაივსო და მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. ამ დროისთვის სოფელ ტბეთში სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

 

 

ზარალის დათვლას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების გამგეობებთან არსებული კომისიები დღეიდან შეუდგებიან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი