მარტვილის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
23-03-2016, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1,224,710.90 ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია, რის გამოც, გზის საფარი ამორტიზებული იყო და მოსახლეობას მასზე გადაადგილება უჭირდა.

რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა. მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მარტვილში ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დაკავშირებას გაამარტივებს და მგზავრობას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. დაიგო 3,5 კმ. ასფალტო- ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, ობიექტზე, გზის გარდა, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები.

კომენტარები: 1
#1   არჩილ იაკობიშვილი
      
დროა დასუფთავების სამსახურს მიექცეს ყურადღება.განთავსდეს სანაგვე ურნები როგორც ცენტრალურ ქუჩებზე ისე სოფლებში რათა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოში მოხვედრა შეწყდეს. ასევე ქალაქის ცენტრშიც პრობლემატურია აღნიშნული საკითხი... მოქალაქეს არ უნდა სჭირდებოდეს ნარჩენის ურნაში მოსათავსებლად "500" მეტრის გავლა. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სამართალწარმოებას ქუჩების დანაგვიანების შემთხვევაში და დამნაგვიანებლებზე იქნას ფულადი ჯარიმის დაკისრება.თუმცა სანამ უკანასკნელს მოვითხოვთ ზემოთ აღნიშნული მოქმედებები უნდა განხორციელდეს. ასევე გადასატანია ნაგავსაყრელი რადგან არცერთ ჩარჩოში არ ჯდება ნაგავსაყრელის მდინარის პირას არსებობა.

24 მარტი 2016 10:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი