გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არ არსებობა
24-03-2016, 02:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარადგინა. მან განმარტა თუ რას გულისხმობს ახალი ეტაპი და აღნიშნა, რომ სადღეისოდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არ არსებობა.



"ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლების მიღება. მას ექნება ამის საშუალება და არა მხოლოდ საშუალება - სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა და დაამატა:


"დღეს ყველა საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არ არსებობა. სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო წამოვიწყეთ ეს ინიციატივა, რომ სწორედ შრომის ბაზრიდან წამოსული მოთხოვნების საფუძვეელზე შედგეს პარტნიორობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და ამ პარტნიორობით შეიქმნას ახალი სასწავლო მოდელი, რომელიც პირდაპირ შეუწყობს ხელს დასაქმებას".


პრემიერის თქმით, დღეს დაიწყო მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - განათლების რეფორმის პირველი ეტაპი.


"განათლების რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას. ეს არის რეფორმა, რომელიც არ ამხოლოდ განათლების სისტემის გაუმჯობესებას არამედ ქვეყნის განვითარებას მისცემს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს. ქვეყნის განვითარება სწორედაც, რომ დამოკიდებულია თითოეული თქვენგანის, თითოეული ახალგაზრდის შესაძლებლობების რეალიზაციაზე, იმაზე თუ რამდენად უკეთესად შეძლებს თითოეული თქვენგანი საკუთარი ცოდნის, საკუთარი შრომის მეშვეობით შექმნას უკეთესი მომავალი, მიიღოს შემოსავალი და მოახდინოს თვითრეალიზაცია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის რეფორმის, რომელიც საჭიროებებზე და შრომის ბაზარზე ორიენტირებულ პროფესიულ განათლებას გულისხმობს, განხორციელება. დღემდე ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით საბაზისო საჭიროებებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საბაზისო განათლების უზრუნველყოფაზე და დღეს გვაქვს საშუალება, რომ უფრო შორ მიზნებზე ორიენტირებული ახალი რეფორმა წამოვიწყოთ. სწორედ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების საქმიანი ინიციატივების რეალიზებისთვის მთავრობამ შექმნას შესაბამისი მექანიზმები.


"სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული სტარტ-აპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები ახალ პირობებში, რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი