"პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო საარჩევნო სიის სამეული: ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი"!
24-03-2016, 06:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვების მთავარი პირობა, სხვა ქმედებებთან ერთად (პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ", აუცილებლად დამოუკიდებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა), იქნება ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პროპორციული სიის სათავეში და ამავდროულად, ყოფილი და მოქმედი პრემიერების ღარიბაშვილის და კვირიკაშვილის მოწინავე პოზიციებზე ჩართვა ამავე პარტიულ სიაში, – 1.ბიძინა ივანიშვილი, 2. ირაკლი ღარიბაშვილი, 3. გიორგი კვირიკაშვილი; გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანი არის ახალი ძალების შეყვანა საარჩევნო სიაში და ფრაქცია "ქართული ოცნების" 2/3 – ით გადახალისება. ანუ, ფრაქციაში მყოფი დღეს არსებული 47 დეპუტატიდან, 30 მაინც უნდა შეიცვალოს ახალი პოლიტიკური სახეებით! მიმაჩნია, რომ განვლილმა 3,5 წელიწადმა ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნა (თუ არადა, ძალიან ცუდი მისთვის და ქვეყნისთვისაც!) იმაში, რომ მისი ოფიციალური ჩართულობის გარეშე, ქვეყნის დემოკრატიულმა მშენებლობამ, რომელსაც იგი თვლიდა მისაღებად 4 წლის წინათ, "მეთოდოლოგიურად" არ და ვერ გაამართლა.

 

 

მოკლედ, უახლოესი 5–7 წლის განმავლობაში საჭიროა მისი უშუალო მონაწილეობა ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში! აქედან გამომდინარე, პარტიული სიის ამ სამეულს, როგორც გამოკვეთილ ლიდერებს, შორს მიმავალი გეგმები უნდა ჰქონდეთ და მათ შესაბამისი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ სახელმწიფოს წინაშე (მითუმეტეს, როდესაც ქართული პოლიტპარტიების და პოლიტიკოსების ღრმა კრიზისი გვაქვს სახეზე). ამიტომაც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მათი სამიზნე უნდა გახდეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რადგანაც მასში გამარჯვებაც უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" მიერ დასახულმა და დეკლარირებულმა გრძელვადიანმა პოლიტიკურ–ეკონომიკურმა ამოცანებმა (2030 წლამდე), დასრულებული და სრულყოფილი სახე მიიღოს! ამ შემთხვევაში, განჭვრეტად მომავალში, პერსონიფიცირებულად, საქრთველოს უმაღლესი თანამდებობების პირთა პოლიტიკური იერარქია ასეთი სახის იქნება: პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი (2018 წლიდან) ბიძინა ივანიშვილი! ვფიქრობ, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილებების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები საბედისწერო შეცდომებს დაუშვებენ, რაც საწინდარი გახდება თანდათანობით მათი პოლიტიკური დაკნინების და ხელისუფლებიდან წასვლის, ეს კი, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში უარყოფითად აისახება საქართველოს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაზე!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 4
#4   Giorgi Lomidze
      
დიდი იმედი მაქვს. რომ ქართული ოცნება შთამბეჭდავ გამარჯვებას იზეიმებს, სხვა გამოსავალი ქართველ ხალხს არ გვაქვს., მხოლოდ ერთ რჩევას მივცემ ამ პარტიის პოლიტელიტას, რომ შარლატანებისა და მედროვეებისგან გათავისუფლდეს, პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე უარი თქვან და პროფესიონალებისგან და გულმხურვალე სისხლით და გენეტიკურად ნამდვილი ქართველებისგან დაკომპლექტდნენ.

მოახერხეთ გათავისუფლება მონობის სინდრომისგან და ვაჟკაცურად დაელაპარაკეთ რუსეთის პრეზიდენტს, თორემ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი ერთი პროცენტითაც კი არ არის.
23 აპრილი 2016 02:00
#3   merab
      
თუ მართლა დამოუკიდებლად იყრის კენჭს ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ", აუცილებლად გაქიმარჯვებს თან დიდი პროცენტული მაჩვენებლით.

აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ", თუ მართლა დამოუკიდებლად იყარაკენჭი თან დიდი პროცენტული მაჩვენებლით.
27 მარტი 2016 02:19
#2   tamari
      
ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თანადამფუდნებელი ვარ პირველივე დრიდან იმ ათას კაცში როცა ეშინოდათ.გამეცით პასუხი ვინ კითხულობს ერდგულ ხალხს და აინტერესებთ საერთოდ.
24 მარტი 2016 21:06
#1   Jumber Kiria
      
დიახ, ოცნებისთვის, სიის საუკეთესო სამეულია არჩეული და ყველაფერი ზუსტად განსაზღვრეთ, ბატონო ჯუმბერ, პრეზიდენტის ვინაობის გარდა... არა მგონია ბატონი ივანიშვილი პრეზიდენტობაზე დათანმხდეს. ამ შემთხვევაში მას მოუწევს თავისი ბიზნესის გაწირვა, რაც გამორიცხულია... და ეს ყველაფერი კარგი, ოცნება გაიმარჯვებს. ეს ისედაც ცხადია ყველასთვის, მაგრამ როგორი იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის ბედი, მდგომარეობა შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში...?! რა იქნება ამ ხელისუფლების უპირველესი ორიენტირი სახელმწიფო მოღვაწეობაში? - ქვეყნისა და ხალხის პოლიტიკურ-ეკონომიური დამოუკიდებლობის, სულიერი და კულტურული აღმავლობის მიღწევა, თუ პირად კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნვით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სულიერი აღმავლობის მოწინააღმდეგებთან შეხმატკბილებულ-დაბალანსებული ურთიერთობის შენარჩუნება...?!   ვფიქრობ, ყველას, ვინც წესიერი და მართალი ადამიანია, გაუჭირდება ამ კითხვაზე პასუხის საქართველოს კეთილდღეობის სასარგებლოდ გაცემა, ანუ გაუჭირდება ამტკიცოს, რომ ახალი ოცნება და მასთან მყოფი, მომავალი კოალიცია, თუ პარტიული თანამეგობრობა არჩევანს, თავის კეთილდღეობასა და საქართველოს დამოუკიდებლობას შორის, საქართველოზე გააკეთებს... სამწუხაროდ ასეა და ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. ჩვენ გამოვიღვიძებთ, ჩვენ ავღორძინდებით და ვიპოვით საკუთარ მეობას, სიკეთესა და რაინდობას ქართველები. არ შევდკრდეთ, ქართველებო, ჩვენ გავიმარჯვებთ!
24 მარტი 2016 10:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი