ქალბატონებო შეწყვიტეთ ნებისმიერი რამის კეთება რასაც არ უნდა აკეთებდეთ!
09-01-2012, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქალბატონებო შეწყვიტეთ ნებისმიერი რამის კეთება რასაც არ უნდა აკეთებდეთ! ჯორჯ კლუნი ორგაზმზე საუბრობს.


ჯორჯ კლუნი ამერიკულ მედიას მისთვის ძალზე უჩვეულო თემებზე ესაუბრა და მისი პირადი ცხოვრების საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი ამბები მოყვა.
მის ახალ შეყვარებულზე სთეისი ქებლერზე საუბრისას კლუნმა ჟურნალისტს უთხრა: "მას შეუძლია აკეთოს ნებისმიერი რამ რაც მოწონს რომ აკეთოს. მე სხვის ცხოვრებაში არ ვერევი და იშვიათად ვეუბნები ვინმეს თუ რა უნდა აკეთოს თავის ცხოვრებაში."


მხოლოდ ჯორჯს შეუძლია გამოხატოს სრული გულგრილობა მისი შეყვარებულებისადმი.

 

სექსზე საუბრისას მსახიობმა მისი სექსუალური ცხოვრების შესახებ ზოგიერთი რამ გაგვიმხილა. მან თქვა, რომ ყმაწვილკაცობა 16 წლის ასაკში დაკარგა და ასეთი განცდა აქვს, რომ იგი მაშინ "ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა, მეტისმეტად ახალგაზრდა იყო." და მაშინ პირველი ორგაზმი განიცადა. თუმცა მისი პირველი "პარტნიორი" თოკი იყო.


"დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო იმის მსგავსი განცდა, როცა 6 თუ 7 წლის ვიყავი და თოკზე ვცოცდებოდი. მართალია, არ გამითავებია, მაგრამ ეს პროცესი ყველა სხვა დანარჩენ ელემენტს მოიცავდა. მახსოვს, ბაწრის წვერზე ასვლა, თოკზე ჩამოკიდებული ქანაობა და ეს, ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს დიდებული შეგრძნება იყო." გვითხრა ოსკაროსანმა ვარსკვლავმა.


მე კი ვფიქრობ რამდენ ხანს გაგრძელდება კლუნის ახალი სასიყვარულო ურთიერთობა.


ჯორჯ კლუნი შესაძლოა რომ ჰოლივუდის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ზრდილობიანი დაჯენტლმენი მამაკაცია, რომელსაც არასოდეს ჰყოლია ცოლი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უყვარს კარგი გართობა და ქალებთან არშიყობანი.

 

კლუნი ბავშვობისასაც ცნობილი იყო, ოღონდ ადგილობრივ დონეზე და არა მთელი ამერიკისა და მსოფლიოს მასშტაბით. მამამისი ოჰაიოსა და კენტუკიში ტელევიზიის დიქტორი იყო.


"ყოველთვის უნდა მხსომებოდა, რომ ოჰაიოდან ჩრდილო კენტუკიმდე - მიკროკოსმოსურ სივრცეში - მამაჩემი დიდი, დიდი ვარსკვლავი იყო. ამგვარად, ამან გაგვხადა მე და ჩემი და ნამდვილად შესამჩნევი. ყველა გვცნობდა ჩვენ და ყველა საუბრობდა ჩვენზე. თუ მაგალითად კალათბურთის თამაშისას 15 ქულას მოვუტანდი გუნდს, გაზეთები წერდნენ, რომ ნიკ კლუნის ვაჟმა საკუთარ გუნდს 15 ქულა მოუტანა." - გვეუბნება კლუნი.


კლუნისთვის ძალზე რთული პერიოდი იყო, როცა იგი დამბლისაგან იტანჯებოდა. დამბლა მისი სახის პარალიზებას იწვევდა.


"ძალზე სამძიმო იყო ამ პერიოდში ჩემი სახისთვის ყურება, არადა როცა მამაჩემთან ერთად სადმე მივდიოდი ყველა ჩვენ გვიყურებდა და წარმოიდგინეთ ამ დროს მოულოდნელად სახე გიბრტყელდებათ. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი გაივლიდა და მე ამ ავადმყოფობას აუცილებლად გავუმკლავდებოდი. ასეც მოხდა და ერთი რამეცაა, ეს ძალზე გამომადგა იმაში, რომ საკუთარი თავი უფრო დამეხვეწა და განმევითარებინა, უკეთეს პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი და ასევე იუმორით შემეხედა ასეთი რამისთვის."

 

 

 

მომზადებულია ამერიკული პრესის მიხედვით

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი