მაია ფანჯიკიძე: მოთხოვნილია ყველა საბუთი იმის დამადასტურებელი თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში
20-06-2014, 02:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში ნოტა გააგზავნა და მოითხოვა ყველა საბუთი იმის დამადასტურებელი, თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აზერბაიჯანში ქართველ დეპუტატებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

 


"ფაქტია, რომ რაღაცას ჰქონდა ადგილი, რაღაც პრობლემა იყო იქ, ჩვენი საელჩო აზერბაიჯანში ამ საკითხის გარკვევაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ძალიან დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან. საკითხის გასარკვევად, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს, პარლამენტის წევრს, საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია საქმის ვითარება გაიგოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

 

მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველოს კონსული და ვიცე-კონსული გაემგზავრნენ აეროპორტში, რათა გაერკვიათ რა საფუძველი ჰქონდა იმ ხმებს, რომელიც ვრცელდებოდა.

 

 

ამასთან, მაია ფანჯიკიძის თქმით, აეროპორტში საქართველოს ელჩი არ ყოფილა, თუმცა მან გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა თავისი კოლეგებისგან და წყაროებისგან და გუშინ ეს ინფორმაცია გაავრცელა.

 


"რადგან ამ საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, არსებობს ერთი მხრივ ელჩისთვის მაღალი დონიდან დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის ორი წევრი საბაჟოზე შეაჩერეს, იმის გამო, რომ მათ თან ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა, ჩვენ დავავალეთ ჩვენს საელჩოს ზუსტად გაერკვეს საქმის ვითარებაში, გაგზავნილია შესაბამისი ნოტა, აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში და მოთხოვნილია ყველა საბუთი იმის დამადასტურებელი თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 


ამასთან, მისივე თქმით, დღეს საგარეო უწყებაში მიწვეულია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და მისგან მოისმენენ თუ რა ინფორმაციას ფლობს.

 

 

ფანჯიკიძის განცხადებით, ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო დეტალური კომენტარის გაკეთება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი