ელგუჯა ხოკრიშვილი ისრაელის დელეგაციას შეხვდა
23-06-2014, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის დელეგაციას შეხვდა.

 


აღნიშნულ დელაგაციას ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი, იაირ შამირი ხელმძღვანელობს.

 

 

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის განვითარებისა და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური დონის ამაღლების მიმართულებებით ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

 


"საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კარგი პარტნიორები გავხდებით. ეს ჩვენ დაგვეხმარება ტექნოლოგიებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში. მე, 13 მსხვილი ებრაული კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიყვანე, რომლებიც მზად არიან, საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად", - განაცხადა იაირ შამირმა.

 


ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე, სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებას შეეხო.

 


"გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ისრაელთან სხვადასხვა მიმართულებებით", - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

 


შეხვედრის დასასრულს, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა, იაირ შამირმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტად დაპატიჟა.

 

 

კომენტარები: 3
#3   tech
      
I have express a few of the articles on your website now, and I really like your style of blogging. I added it to my favorite’s blog site list and will be checking back soon… บาคาร่า99
7 ივნისი 2022 23:34
#2   tech
      
I’m excited to uncover this page. I need to to thank you for ones time for this particularly fantastic read!! I definitely really liked every part of it and i also have you saved to fav to look at new information in your site. loan affordability calculator calculator google sheet
14 მაი 2022 19:24
#1   tech
      
I will really appreciate the writer's choice for choosing this excellent article appropriate to my matter.Here is deep description about the article matter which helped me more. ufabet เว็บตรงไม่มีขั้นต่ำ
22 აპრილი 2022 04:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი