ელგუჯა ხოკრიშვილი: საინვესტიციო პროექტების დაფინანსება ქვეყანას რეალურ ცვლილებებს მოუტანს
25-06-2014, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, მედიას სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო სტრუქტურების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისადმი დიდია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საზოგადოებას პერმანენტულად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

 


კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მოხდა შედარება ძველი და ახალი ხელისუფლების პირობებში შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ტემპების, კერძოდ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულება 2012 წელს 655.075.1 ლარი იყო; 2013 წელს ეს მაჩვენებელი 133 მილიონი ლარით გაიზარდა და 798.595.1 ლარი შეადგინა; 2013 წელს სამშენებლო აქტივობა ჩქაროსნულ მაგისტრალზე 111 კმ იყო, მაშინ, როდესაც 2012 წელს ანალოგიური ტიპის სამუშაოები 34 კმ-ით ნაკლებ ნიშნულზე - 77 კმ-ზე დაფიქსირდა; ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 2012 წელს მოძრაობა მხოლოდ 1.5 კმ-ზე გაიხსნა; 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 15.4 კმ-ია, 2014 წელს ჩქაროსნულ მაგისტრალზე სამშენებლო აქტივობა 140 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება და სექტემბრის ბოლომდე მოძრაობა კიდევ 31 კმ-იან მონაკვეთზე გაიხსნება. 2013 წლის ბოლოდან დაიწყო მყარი ნარჩენების მართვის სრულიად უნიკალური პროექტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 6 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი - თელავში, გორში, მცხეთაში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში და ზუგდიდში; 2013 წელს მიმდინარეობდა 19 ქალაქის და 7 დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. 2014 წელს დამატებით დაიწყო 25 ქალაქისა და 3 დაბის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები. 2014 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 82 სოფელში, დაიწყო ახალი ამბულატორიების მშენებლობა. აქედან, 20 მათგანი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დამონტაჟდა. ახალი ამბულატორიები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, განხორციელდა ჭაბურღილების პროექტი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაუჭრის. 2014 წლიდან საქართველოში მკვიდრდება თვითმმართველობის ევროპული ტიპის სისტემა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული.

 


წარმატებული სამუშოები ხორციელდება ყველა მიმართულებით, მათ შორის: დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის მოწყობის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის პრობლემების მოგვარების, წყალმომარაგების გაუმჯობესების, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით.

 


"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტი ხარისხი და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკაა. ჩვენი მიდგომებით, პროექტების ეფექტური განხორციელების დასტურია ის, რომ დონორ ორგანიზაციებთან დავიწყეთ ახალ პროგრამებზე მუშაობა და უკვე ხელმოწერილია 300 მლნ-ზე მეტი დოლარის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, რაც რეალურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 3
#3   tech
      
I am overwhelmed by your post with such a nice topic. Usually I visit your blogs and get updated through the information you include but today’s blog would be the most appreciable. Well done! เล่น บาคาร่า
8 ივნისი 2022 01:28
#2   tech
      
This is a wonderful article, Given so much info in it, These type of articles keeps the users interest in the website, and keep on sharing more ... good luck finance plus insurance
14 მაი 2022 02:32
#1   tech
      
Cool stuff you have and you keep overhaul every one of us คาสิโนออนไลน์ สล็อต
22 აპრილი 2022 01:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი