ფრთხილად, უკანასკნელ სტადიაში არ გადავიდეს პროცესი, თორემ ვეღარ შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას!!!
26-06-2014, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირთან ასოცირებაზე ხელის მოწერა ძალიან მნიშვნელოვანი და საზეიმო მოვლენაა საქართველოსთვის, მაგრამ, ამასთანავე ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს რუსეთის მხრიდან, როცა მასთან არაერთი მოუგვარებელი პრობლემა გვაქვს, ეს მაშფოთებს და საზეიმო განწყობილებას გარკვეულ ჩრდილს აყენებს, მითუმეტეს, რომ რუსები ღიად აცხადებენ იმის შესახებ, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ თუ ზიანი მიაყენა რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებს, მაშინ რუსეთი ადეკვტურ ზომებს მიიღებს...

 

 

ამავდროულად, სექტემბერში ნატო-ს უელსის სამიტზე, როგორც უკვე გაცხადდა ოფიციალური წყაროებიდან, საქართველოს მაპ-ს არ და "ვერ" მისცემენ, მაგრამ, "სამაგიეროდ მაპ-ზე უკეთესზე-უკეთესის", რაღაც "თანამშრომლობის გაძლიერებული პაკეტის" მოცემას აპირებს ნატო-ს ხელმძღვანელობა, რაც უეჭველად აისახება საქართველო-რუსეთის ისედაც გართულებულ და მოუწესრიგებელ ორმხრივ პრობლემებზე. ეს ორივე თარიღი კი, ანუ, ივნისში ევროკავშირის ასოცირებაზე ხელმოწერა და სექტემბერში ნატო-ს სამიტზე თანამშრომლობის გაძლიერებული პაკეტის მიღება ურთიერთკავშირშია და კომპლექსურად განიხილება რუსეთის მიერ. არადა, საქართველოსთვის აჯობებდა, რომ მისი ევროკავშირისაკენ სავალ გზაზე, ნატო-ს მიმართებით რუსეთის "შიშები" მოხსნილიყო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში!..

 

 

ყოველივე ამას ემატება, საქართველოს ოფიციალური პირების (მინისტრები - ალასანია, ზაქარეიშვილი, პეტრიაშვილი) გარკვეულწილად გამაღიზიანებელი (რუსეთისთვის) განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა რუსეთის მხრიდან, საქართველოს "მაინც" აქვს პროგრესი ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებით... საგარეო მინისტრმა, ქ-ნმა ფანჯიკიძემ ასე განაცხადა, რომ - "საქართველოსთვის, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ნატო-ს უელსის სამიტი ყველაზე წარმატებული იქნებაო"! - მე, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბუქარესტში ნატო-ს სამიტი 2008 წლის აპრილში გაიმართა, სადაც მაპ-ის მოცემაზე უარი გვითხრეს (მერკელმა, სარკოზიმ და სხვებმა), მაგრამ საბოლოო რეზოლუციაში ჩაწერეს (ბუშის დაჟინებული მოთხოვნით), რომ - "საქართველო მომავალში აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი", - რასაც 3 თვის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომი, სამშვიდობო ფორმატის დარღვევა, ჩვენი რეგიონების ოკუპაცია და მათი "დამოუკიდებლობის აღიარება" მოჰყვა, რუსეთის მიერ!.. ასე რომ, რა "გარანტია" აქვს ქ-ნ ფანჯიკიძეს, ან კიდევ სხვებს მთავრობაში თუ პარლამენტში, რომლებიც ასეთ "რიხიან" განცხადებებს აკეთებენ (უელსის სამიტის შემდეგ, რუსეთის მიერ სოხუმის და ცხინვალის ანექსიას გამორიცხავთ?!)... მე, არ ვიცი და იქნებ ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამით, ოღონდ საფუძვლიანად?! თუმცა, აღარც მიკვირს მათი ასეთი არაპროფესიონალური და არაპატრიოტული "იოლი მიდგომა", საქართველოსთვის ისეთი უმთავრესი საკითხისადმი, როგორიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

 

 

საქმე ის არის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია (ან, "თავს იკატუნებენ") ის პოლიტიკურ-სამართლებრივი განსხვავება, რომელიც ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში იყო და არის ამ 20 წლის მანძილზე. დიახ, ამ "სახელმწიფო მოღვაწეების" აზრით, თურმე სულერთია, თუ როგორი "სტატუსით" არის აქ რუსეთი წარმოჩენილი, მეტიც, ქართველი "პოლიტიკოსების" დიდი ნაწილი ამბობს და "მიესალმება" იმას, რომ რუსეთს "ნიღაბი ჩამოეხსნა" და მისი ნამდვილი სახე გამოჩნდაო, მას შემდეგ, რაც ოკუპაცია მოახდინაო! როცა ვეკითხები მათ, - კი მაგრამ, ამ საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად, საქართველოსთვის განა არ ჯობდა, რომ რუსეთს სამშვიდობო სტატუსი ჰქონოდა და, - ოკუპაცია და "დამოუკიდებლობების აღიარება" არ მოეხდინა - თქო?!.. ეს ჩვენი "პოლიტიკოსები", სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებიდან გვპასუხობენ, რომ, თურმე "არანაირი მნიშვნელობა აქვს იმას" თუ რას და როგორ დავარქმევთ ამ პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესს", მათი აზრით მთავარია, რომ "რუსეთი ოკუპანტია და ეს ყველასთვის ნათელია", ხოლო ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება მაშინ მოხდება, როცა ოკუპანტი რუსეთი დასავლეთის "ზეწოლით დატოვებს ამ ორ რეგიონსო"!.. აი, ჩვენი "პოლიტისტებლიშმენტის" დიდი უმრავლესობის პოზიცია და თუ, მაინც ჩააცივდებით მათ და ჰკითხავთ, რომ - "კი მარა, ბატონებო, არ ჭრის ეს დასავლეთის ზეწოლა და მაინც მოიწევს რუსეთი, აგერ, ანექსიით იმუქრებაო", - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს პატივცემული გვამები განაცხადებენ შემდეგს, - "არანაირი მნიშვნელობა და განსხვავებაა არ არის იმაში, თუ რა მდგომარეობა მოქმედებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში: სამშვიდობო ფორმატი, ოკუპირებული ტერიტორია, თუ ანექსირებულიო, - რუსეთია აგრესორი და რა მნიშვნელობა აქვს "კიდევ რას დავარქმევთო"!..

 

 

აი, ბატონებო, როგორ გგონიათ, ეს "პოლიტისტებლიშმენტი გაამთლიანებს" საქართველოს?! - რომლისთვისაც "სულერთია" და ვერ განასხვავებს ერთმანეთისგან სამ პოლიტიკურ-სამართლებრივ სტატუსს:1. სამშვიდობო ფორმატი; 2. ოკუპაცია; 3.ანექსია; - ვისაც "პოლიტიკური დალტონიზმი" არ აწუხებს მათ საყურადღებოდ შევეცდები, რომ საფრთხის დონის მომასწავებელ, საერთაშორისო სტანდარტულ და მიღებულ ფერებში გაჩვენოთ ეს სამი პოლიტიკურ-სამართლებრივი მდგომარეობა:1.სამშვიდობო ფორმატი - ვარდისფერი; 2.ოკუპაცია - ფორთოხლისფერი; 3.ანექსია - წითელი; ასე რომ, ფრთხილად, უკანასკნელ სტადიაში არ გადავიდეს პროცესი, თორემ ვეღარ შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას...

 


P.S. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, - ევროპული არჩევანი უალტერნატივოა, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფასად!

 

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი