სომხეთის დედაქალაქ ერევანში 25 აპრილს დაახლოებით 10 საათზე ავტობუსი აფეთქდა.
აფეთქება ქალაქის ცენტრში სამგზავრო ავტობუსში მოხდა და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 10-მდე მგზავრი.
სამართალდამცველების განცხადებით, ავტობუსში მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რომელიც სავარაუდოდ სავარძლის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
გამოძიება მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დეტალებს ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნის შემდეგ გაახმაურებენ.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა პოლიციას უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაავალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.