გარემოს დაცვის სამინისტრო 208 ტონა ვადაგასული პესტიციდის გატანას ახორციელებს
28-04-2016, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ევროკავშირისა (EU) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) პროექტის -“ვადაგასული პესტიციდების ლიკვიდაციისა და გამოუყენებელი საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგულირების მოდელი“ ფარგლებში, ახორციელებს 208 ტონა ვადაგასული პესტიციდის გატანას საქართველოდან საფრანგეთში მათი შემდგომი გაუვნებელყოფის მიზნით.

 

 

ნარჩენების გადაზიდვა ხორციელდება ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

 


ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ Polyeco განახორციელა საქართველოს ტერიტორიაზე 208 ტონა ვადაგასული პესტიციდის შეგროვების, შეფუთვის და დროებითი განთავსების სამუშაოები.

 


პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ვადაგასული პესტიციდების ინვენტარიზაცია ქვეყნის მასშტაბით და ვადაგასული პესტიციდების იდენტიფიცირება. შეფასდა დაბინძურებული ტერიტორიები და პესტიციდების სასიცოცხლო ციკლი, გაიმართა ცნობიერების ამაღლების მართვის კამპანიები პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით ფერმერებისათვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი