The Washington Post - ი ედუარდ შევარდნაძეზე ჯეიმს ბეიკერის წერილს აქვეყნებს
09-07-2014, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სტატიას ედუარდ შევარდნაძეზე.

 

 

"კარგად მახსოვს, დრო და ადგილი, როდესაც უკვე ვიცოდი, რომ ცივი ომი დასრულდა. ეს იყო 1990 წლის 3 აგვისტოს, მოსკოვის გარეთ, ვნუკოვოს აეროპორტში. ისტორია რომ იქმნებოდა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის გვერდით ვიდექი, როდესაც ჩვენ ერთად გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ ერაყის შეჭრას ქუვეითში და მოვუწდეთ ერაყისთვის იარაღის ემბარგოსკენ, რომელიც იმ ხანად საბჭოთა კავშირისგან იძენდა იარაღს. ედუარდ შევარდნაძე ჩემი კოლეგა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მოწინააღმდეგე იყო, სანდო, დიპლომატიური პარტნიორიც იყო. დროთა განმავლობაში ის ჩემი ახლო მეგობარი გახდა. მე მომწონდა და ვაღმერთებდი ამ ადამიანს", - წერს ჯეიმს ბეიკერი.

 


როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი სტატიაში აღნიშნავს, სწამს, რომ ისტორია სწორად შეფასებს შევარდნაძეს. მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძის გარეშე ცივი ომი მშვიდობიანად ვერ დასრულდებოდა.

 


"ედუარად შევარდნაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის რეფორმების პოლიტიკის ერთგული მხარდამჭერი იყო, მთელი არსით იბრძოდა ძლიერი შიდა ძალების წინააღმდეგ, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ დაუნდობელი რეპრესიებით სამშობლოში და მუდმივი ცივი ომით საზღვარგარეთ. ერთ მომენტში, ის გადადგა კიდეც და განაცხადა, რომ "დიქტატურა მყარდებოდა". შევარდნაძე იყო მტკიცე, შეუპოვარი და უპირველეს ყოვლისა, ის იყო მამაცი", - წერს ჯეიმს ბეიკერი.

 

 

ამასთან, როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, ედუარად შევარდნაძის პოლიტიკური სიმამაცე მაშინ წარმოჩინდა მსოფლიოსთვის, როდესაც მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს ერაყის თაობაზე. მისივე თქმით, ვიდრე ერთობლივ განცხადებას გააკეთებდნენ, დაღლილმა შევარდნაძემ მას პირადად უთხრა, რომ ხისტი პოლიტიკის მხარდამჭერებმა მის ქვეყანაში გააფრთხილეს, რომ "ხელები სისხლში ექნებოდა გასვრილი", თუ ამ პოზიციას მიიღებდა. "მაგრამ შევარადნაძე მზად იყო წინ აღდგომოდა მათ. "ეს აგრესია არ შეესაბამება ახალი პოლიტიკური აზროვნების პრინციპებს", - განაცხადა მან აეროპორტში", - წერს ჯეიმს ბეიკერი.

 

 

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, მსგავსი პროდუქტიულობით მას არც ერთ სხვა უცხოელ მაღალჩინოსანთან არ უთანამშრომლია, მიუხედავად იმისა, რომ მათი თანამშრომლობა ამ გზით არ დაწყებულა. მისივე თქმით, თავდაპირველად მათი შეხვედრები ფორმალური იყო. თუმცა დროთა განმავლობაში, ისინი ერთმანეთისადმი ნდობით აღიჭურვნენ.

 

 

"ედუარად შევარდნაძე წინააღმდეგობებისა და სიურპრიზების ადამიანი იყო, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ავტორიტარულ საბჭოთა კავშირში. ედუარდ შევარდნაძე ერთგული კომუნისტი იყო. თუმცა, ხელისუფლებაში ყოფნის პიკში ის ხელს უწყობდა რეფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავრობა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში მხარს უჭერდა ათეიზმს, 1991 წელს ის მოინათლა. 1989 წელს, უაიომინგში შეიარაღებაზე კონტროლის მოლპარაკებების აღსანიშნავად საჩუქრების გაცვლისას, გაოცებული დავრჩი, როდესაც შევარდნაძემ ქრისტეს მინანქრის სურათი გადმომცა. "ხედავ, ჩვენ კომუნისტებიც კი, ვიცვლით მსოფლმხედველობას", - მითხრა მან", - წერს ჯეიმს ბეიკერი და აღნიშნავს, რომ ედუარად შევარადნაძე ნამდვილად იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი