ნიკა მელია: დედაქალაქში აქტიური საპროტესტო აქციები დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ მერია ბიძინა ივანიშვილის ნებას დაჰყვება
03-05-2016, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქში აქტიური საპროტესტო აქციები დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ მერია ბიძინა ივანიშვილის ნებას დაჰყვება, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ.

 

 

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად თბილისის მერია ჯიუტად ატარებს აუქციონს, რომელზეც იგეგმება ბიძინა ივანიშვილისთვის დანაშაულებრივად, წინასწარი შეთანხმებით და უამრავი სხვადასხვა პროცედურების დარღვევით 29 ჰექტარი მიწის გადაცემა, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

 

„წინა სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა აბსოლუტურად მალულად თბილისის ბოტანიკური ბაღისგან მიიტაცა 4 ჰექტარი ტერიტორია ისე, რომ ამის შესახებ თბილისში არავინ იყო საქმის კურსში გარდა ივანიშვილისა, ბოტანიკური ბაღის დირექტორისა და მერიის მაღალჩინოსნისა. დღეს რამდენიმე საათში ბიძინა ივანიშვილი დამატებით აპირებს თბილისში 29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის პირად საკუთრებაში დარეგისტრირებას. საუბარია იმ 29 ჰექტარზე, რომლის რეალიზაციისთვის დაქვემდებარება არც ერთ მთავრობას აზრადაც არ მოსვლია, ვინაიდან დედაქალაქში არსებობს ტერიტორიები, რომლებიც არ იყიდება. შეუძლებელია გაიყიდოს რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი, ან ფეხით სავალი ნაწილი. სწორედ ასეთი მასშტაბისა და ღირებულების ტერიტორიაზეა საუბარი.

 

 

კიდევ ერთხელ და უკანასკნელად მინდა მივმართო უკლებლივ ყველა მავნებლობაში ჩართულ პირს, დაწყებული თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, გაგრძელებული ბატონი ივანიშვილითა და ნარმანიათი, რომ შეწყვიტოთ დანაშაულებრივი აუქციონი. თბილისელები არ დაუშვებენ, რომ ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ნაწილი გახდეს ერთი კერძო მესაკუთრის საკუთრება. თბილისელები არ დაუშვებენ, რომ კულტურული და ისტორიული ტერიტორია გახდეს მილიარდერის კერძო ფაზენდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია დაჰყვება ივანიშვილის ნება-სურვილს, დედაქალაქში დაიწყება აქტიური საპროტესტო აქციები, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკლებლივ ყველა. როგორც მელიამ აღნიშნა, ისინი დაელოდებიან 17:00 საათზე აუქციონის შედეგებს და ამის შემდეგ საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებენ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი