თინა ხიდაშელი - ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება
11-05-2016, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვაზიანში, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016”-ის გახსის ცერემონიაზე განაცხადა.

 

თინა ხიდაშელის თქმით, მას აქვს ორი კარგი ამბავი და აქედან ერთი მათგანი არის ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

 

ამასთან, ხიდაშელის განცხადებით, ამ წვრთნების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატო-ს რეაგირების ძალების შენაერთი.

 

”ორი კარგი ამბავი მინდა გითხრათ - ერთი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, აუცილებლად გახდება ამ ერთობის დემოკრატიული ოჯახის წევრი ზუსტად ისე, როგორც ლიტვა და ლატვია, ზუსტად ისე, როგორც ალბანეთი და მონტენეგრო და ზუსტად ისე, როგორც ორად გაყოფილი გერმანია თავის დროზე - ერთიანი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველო თავისი შეიარაღებული ძალებით.

 

რატომ არის ეს წვრთნები ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული? - იმ ბევრ მიზეზს შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ სწორედ ამ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატო-ს რეაგირების ძალების შენაერთი. პირველი ოფიციალური ნატო-ს ქართული შენაერთი - ნატოს სამკლაურებით და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ სწავლებას თან გასდევს და მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მაღლა სწევს, ” - განაცხადა ხიდაშელმა.

 

თავდაცვის მინისტრის თქმით, მეორე ”კარგი ამბავი” არის ის, რომ დღევანდელი წვრთნები არის გზავნილი, როგორც მტრისთვის, ასევე მოკავშირე ქვეყნისთვის, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ამისთვის სწორედ ის ახალგაზრდა თაობა იბრძოლებს, რომელიც დღეს წვრთნებში ჩაერთო.

 

 


ვაზიანში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016” სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

 

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი