პაატა ბურჭულაძე: ქედს ვიხრი მისი კეთილი საქმეების წინაშე, მაგრამ ივანიშვილი დღეს მხოლოდ აფერხებს ქვეყნის განვითარებას
16-05-2016, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩემი ოპონენტი არავინაა. ჩემი მიზანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დასრულდეს ერთმანეთის შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამ განცხადებით მე ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მას მხოლოდ სიმართლე ვუთხარი, ანუ ის, რაც ხდება ქვეყანაში," აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.


"ივანიშვილის პრობლემაა ის, რომ სიმართლის მთქმელი არა ჰყავს და სხვა სამყაროში ცხოვრობს, არ იცის, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ისიც თუ მეტყვის, რაში ვცდები, მის შენიშვნას მივიღებ. მან ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, ქედს ვიხრი მისი კეთილი საქმეების წინაშე, უამრავ ადამიანს დაეხმარა მართლაც ურთულეს პერიოდში, მაგრამ ივანიშვილი დღეს მხოლოდ აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ის, რასაც დღეს აკეთებს, ერთი ადამიანის კი არა, სახელმწიფოს გასაკეთებელია," აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

 

კომენტარები: 4
#4  lordi
      
ტამარ ჯანელიდზე, და რა საერთო ქონდათ ფეხბურთელ კალაძეს და ოლიგარქ შორის? სხვათა შორის იგივე სახელმწიფოში ჩაესვენა კალაძეს ფეხბურთი, სადაც ბურჭულაძეს ჩაესვენა ოპერა. ცოტა თავი მიარტყი კედელს როცა რაგაცას წერთ ტვინის გასანძრევლად.
18 იანვარი 2017 12:00
#3   თორნიკე ალაშვილი
      
დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს და რაც მეტი ჯანსაღი ქართული ძალა - პარტია შემოვა პოლიტიკურ არენაზე - მით უკეთესი.მაგრამ ნაცების განბანა არ გვინდა! ამის ეშინია საზოგადოებას. სანამ ფაშიზმი არ დამარცხდება ისე,როგორც გერმანიაში , ყველა მათთან ლოიალურნი დიდი ეჭვს იწვევს საზოგადოებაში
18 მაი 2016 02:13
#2  გოჩა
      
ბატონო პაატა თქვენ რა იცით უფრო მეტი, ვიდრე ბიძინამ?, მე გიკარნახებთ პასუხს!!!! - სცენაზე დგომა!
სხვა დანარჩენი კი ფაქტებით შეადარე და თუთაშხიასი არ იყოს არც მიიღებს შენს გამოწვევას!
17 მაი 2016 06:01
#1   თამარ ჯანელიძე
      
რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს ოპერის მომღერალს და ოლიგარქ პოლიტიკოსს? " კარგი ურთიერთობა მაქვსო" რომ იძახის, რას ნიშნავს? მისი მზე ჩაესვენა ოპერის სცენაზე და ახლა პოლიტიკაში ცდილობს შეძვრეს? ბევრი რამ გააკეთაო რომ ამბობს ერთი, ორი მაინც ჩამოთვალოს მისი გაკეთებული საქმეებიდან...
16 მაი 2016 10:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი