ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში, სწავლება გაიმართა
18-05-2016, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საველე სწავლება გაიმართა. თავდაპირველად, ქართველმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაცია - „შეტევა საბრძოლო სროლებით“ განახორციელეს.

 

 

ბრიტანულ დანაყოფს საარტილერიო ცეცხლის კორექტირებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ხელმძღვანელობდნენ. საველე სწავლების ფარგლებში შემოწმდა ქართველი და ბრიტანელი სამხედროების ურთიერთქმედების დეტალები.

 


ერთობლივი ოპერაციის პარალელურად ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მთავარ საბრძოლო ტანკ M1A2-დან და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2“-დან საბრძოლო სროლები განახორციელეს, სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მიიტანეს იერიში. აღნიშნული ამოცანის შესრულების დროს საქართველოში წარმოებული, სსსტც „დელტაში“ აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა გამოიყენეს. დღეს გამართული სხვადასხვა საველე სწავლებების მიზანს ერთობლივი, შემაჯამებელი ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული ოპერაციისთვის მზადება წარმოადგენდა.

 


ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 


სწავლების სცენარი სტაბილურობისა და შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი