უახლოეს პერიოდში ქალაქი ამბროლაური ინტერნეტის ქსელით სრულად დაიფარება
19-05-2016, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ქ. ამბროლაურის მერთან რატი ნამგალაძესთან ერთად ამბროლაურში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
   

როგორც guardian.ge-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო გზის დამცავი ბეტონის კედლები, მიმდინარეობს ქუჩებისა და ჩიხების ასფალტირების სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. ქალაქის მასშტაბით მოხდა 102 ერთეული ნაგვის ახალი კონტეინერის განთავსება. მოწესრიგდა ცენტრალური აგრარული ბაზარი, რომლის სავალალო ინფრასტრუქტურაც წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.


აღმაშენებლის ქუჩაზე ხორციელდება მდ. კრიხულაზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 527 308 ლარს შეადგენს. ამასთანავე მიმდინარეობს გურგენიძის ქუჩაზე ასფალტის დაგება. ამავე ქუჩაზე იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობაც. ვაჟა–ფშაველას და კოსტავას ქუჩებზე დასრულდა სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, უახლოეს პერიოდში კი იწყება კულტურის სახლთან მდებარე ე.წ. ,,მაგრელიოს“ სკვერის აღდგენა–კეთილმოწყობა.


ქალაქის რამდენიმე ადგილას დამონტაჟდება სპორტული ინვენტარი (ტრენაჟორები), უახლოეს პერიოდში კი  დაგეგმილია ინტერნეტის ქსელით (WiFi სისტემა) ქალაქის სრულად დაფარვა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი