ხვალიდან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები იწყება
20-05-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა გამოსაშვები გამოცდები ხვალ, 9:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება.

 

 

 მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ. ეს საგნებია: ქართული, უცხოური ენები, ისტორია, მათემატიკა.

 


ამასთან მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან გამოცდაზე გამოცხადება ვერ შეძლეს, საშუალება მიეცემათ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

 

 

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. არ შეცვლილა ბარიერი და ის ისევ 5.5-ია. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გამოცდები 25 მაისს დასარულდება.

 

 

გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 46 000-ზე მეტი მოსწავლე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ მე-12 კლასელმა რომელიმე გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაიშვება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი