ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ”ღირსეული პარტნიორის” საჩვენებელი სწავლება დასრულდა
24-05-2016, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ”ღირსეული პარტნიორის” საჩვენებელი სწავლება დასრულდა. სწავლებაში მონაწილეობდა ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი - 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა "ბმპ 2".


სწავლებაში ასევე მონაწილეობდა ქართული CU-25 ტიპის თვითნფრინავი, UH-1H "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, ამერიკული 105 მმ. ჰაუბიცები და 81 მმ. ბრიტანული ნაღმტყორცნი.


სწავლების სცენარის მიხედვით, პირობით მოწინაამღდეგეზე პირველი იერიში სნაიპერებმა მიიტანეს. ქართველი, ამერიკული და ბრიტანელი სამხედროები პირობითი მოწინააღმდეგის დესანტის განადგურების შემდეგ ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. მოწინააღმდეგის პოზიციები ქართულმა CU-25 დაბომბა. საავიაციო იერიშის შემდეგ კი მოწინააღმდეგეზე შეტევა არტილერიამ და ჯავშანსატანკო დანაყოფებმა განახორციელეს. საჩვენებელი ოპერაცია ქვეითთა შეტევით დასრულდა.


დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, აშშ-ს არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატო-ს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე დაესწრნენ. საჩვენებელი სწავლების შემდევ სწავლების მონაწილეები დაჯილდოვდნენ.


ქართულ-ამერიკული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა და ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა-შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.


სწავლების სცენარი სტბილურობის, შეტევა-თავდაცვის ოპერაციებს ემყარებოდა.


ქართულ-ამრიკულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი