პაატა ბურჭულაძე: მინდა ვნახო ერთი ადამიანი მაინც, ვინც "ქართული ოცნების" დაპირებას დაიჯერებს
28-05-2016, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვხედავ ხალხის საწინააღმდეგო საშინაო პოლიტიკას და ჩამოუყალიბებელ საგარეო პოლიტიკას , - აღნიშნული განცხადება მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

 

 

"ვხედავ ჩინოვნიკების არაპროფესიონალიზმს და დაწინაურებულ ნათესაობას და სამეგობროებს. ვხედავ მოტყუებულ ადამიანებს, რომელთა მოტყუებას კიდევ ერთხელ აპირებენ ამ არჩევნებზე. ძალიან მაინტერესებს რა დაპირებით ჩავა ”ქართული ოცნება” რაიონებში, რას დაპირდება ხალხს ისეთს, რასაც ჯერ არ დაპირებია, და უფრო მეტად მაინტერესებს, ვნახო ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამ დაპირებას დაიჯერებს. ჩვენი მოძრაობა ღიაა ყველასთვის, ვინც თავს აღარ მოიტყუებს, ვისი მოთმინების ფიალაც აივსო. ჩვენი მოძრაობა ღიაა მათთვის, ვინც საქართველოს მომავალს ხედავს ნატო-სა და ევროპულ ოჯახში, ვინც არასოდეს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას და ვისთვისაც მშვიდობა უმაღლესი ღირებულებაა. ჩვენი მოძრაობა ღიაა ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა. ჩვენ აქ გვესწრებიან სხვადასხვა ეროვნების საუკეთესო წარმომადგენლები, საქართველოს ნამდვილი პატრიოტები. ის, ვინც დაიბადა ჩვენს ქვეყანაში - განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა - ყველა ქართველია! ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ და ვმართოთ ეს ქვეყანა! ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ეფექტურები, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანები, ვიდრე წინა მთავრობები”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

კომენტარები: 7
#7   ირმა
      
და თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროთ, ერთი მიზეზი მაინც მითხარით.
15 ივნისი 2016 13:24
#6  გია
      
ამ გვერდს ადმინი არ ჰყავს, რა სიბინძურეს წერთ რა უბედურებაა?! ქართულმა ოცნებამ ჩაილურის წყალი დალია, მათ არ შეასრულეს არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება და ხალხი მათ აღარ ენდობა, ჩემს ირგვლივ ასეა ნამდვილად.

მე პირადად პაატასი მწამს და მჯერა რომ ის თავის ქმედებებში მხოლოდ თავისი ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელებს და ყველაფერს ისე წარმართავს, როგორც მისი ღირსების კაცს შეეფერება.,
6 ივნისი 2016 09:49
#5   Gio
      
ციტატა: ciala
ყრილობა, ახალგაზრდულ ფესტივალს გავდა. ახალგაზრდა, ჯერ უნდა ,,გაიზარდოს" პროფესიონალი გახდეს, ამ არა პროფესიონალიზმმა დაღუპა ქვეყანა. არ იყვნენ ინტელიგენციცია. მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, პრაქტიკოსები. არაფერი ითქვა, რას აპირებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, რომლის გარეშე ვერ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, დავიღალეთ უაზრო ევროპული გზაზე და ნატოზე ლაპარაკით.

Scori pasuxiaa.rusettan tu ar daalaget urtiertoba arc iarsebot rameze da teritoriebis dabrunebaze.
30 მაი 2016 16:03
#4   დიანა
      
ხოხ! შენი დაპირებების გვჯერა სამაგიეროდ! წყალი არ გაუვა,შენმა მზემ! საკუთარი შვილი ვერ გაგიზრდია კაცათ და ქვეყანას ვინ განდობს შე ლენჩო!
29 მაი 2016 12:26
#3   ზეზვა და მზია
      
არ მემეტებით ამ ტალახისთვის ბატონო პაატა
29 მაი 2016 08:03
#2   ciala
      
ყრილობა, ახალგაზრდულ ფესტივალს გავდა. ახალგაზრდა, ჯერ უნდა ,,გაიზარდოს" პროფესიონალი გახდეს, ამ არა პროფესიონალიზმმა დაღუპა ქვეყანა. არ იყვნენ ინტელიგენციცია. მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, პრაქტიკოსები. არაფერი ითქვა, რას აპირებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, რომლის გარეშე ვერ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, დავიღალეთ უაზრო ევროპული გზაზე და ნატოზე ლაპარაკით.
28 მაი 2016 10:53
#1   სეფაშვილი ირაკლი
      
ეგრეა......
28 მაი 2016 09:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი