საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
28-05-2016, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრს, იმ შემთხვევების დასახელებისკენ მოუწოდებს, როცა მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად გახანგრძლივდა. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც სასამართლო ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

 


”საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მედიით გაკეთებული განმარტებისას, რომელიც ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას უკავშირდებოდა, განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია, შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

 

 

აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, საჯაროდ დაასახელოს ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად იქნა გახანგრძლივებული.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე ერთხელ შეიცვალა სასამართლოს ძირითადი შემადგენლობა და რამდენიმე შემთხვევაში - ცალკეული მოსამართლეები. აქედან მხოლოდ სამ შემთხვევაში (2006, 2011 და 2014 წლებში) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესრულებინათ მიმდინარე საქმეები. აღნიშნული ვადა არც ერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა სამ თვეს. ამასთანავე, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საქმის განხილვას, მოსამართლე უფლებამოსილია დაასრულოს მუშაობა მხოლოდ მიმდინარე საქმეზე.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დაასრულოს მიმდინარე საქმეები, ემსახურება კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას და კონკრეტული მოსარჩელის ინტერესების დაცვას. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი, რომ აღნიშნული რეგულაცია იწვევს მისი გამოყენების მანკიერ პრაქტიკას, რის გამოც, საჭიროებს მყისიერ შეცვლას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე აღნიშნულ ნორმას არასდროს გამოუწვევია საკონსტიტუციო სასამართლოს ან ახლად არჩეული მოსამართლის საქმიანობის შეფერხება”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი