ირაკლი ღარიბაშვილი: გურამ ოდიშარიას და ხათუნა გოგალაძეს მენეჯმენტში ხარვეზები ჰქონდათ
24-07-2014, 00:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კულტურისა და გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრებს, გურამ ოდიშარიასა და ხათუნა გოგალაძეს მენეჯმენტში ხარვეზები ჰქონდათ.

 

 

"ბატონი გურამ ოდიშარია ძალიან პატივსაცემი და წესიერი ადამიანია, მაგრამ მას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და შეცდომები მენეჯმენტში. მე არ მინდოდა ნაჩქარევად მიმეღო გადაწყვეტილება, ამიტომ დავუთმე კულტურის მინისტრობის კანდიდატს საკმაოდ დიდი დრო და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. მიხეილ გიორგაძის შერჩევით მე სხვა გზავნილი გავუგზავნე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომ ჩვენ თანამედროვედ მოაზროვნე, პროგრესული ადამიანის დანიშვნით გვსურს წინსვლა დაიწყოს ამ სფეროში. მიმაჩნია, რომ მიშას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის არის წარმატებული თავის საქმიანობაში. მას და მის გუნდს დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხალხია, პროფესიონალები და აქვთ მაღალი სტანდარტი ხარისხის, რაც იყო ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში".

 

 

პრემიერმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაციაც, თითქოს ოდიშარიას თანამდებობიდან გადაყენება საყდრისის საკითხს უკავშირდებოდა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მას თანამდებობიდან ადრე გადააყენებდა.

 

 

რაც შეეხება ხათუნა გოგალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მანაც მენეჯმენტში გარკვეული სისუსტეები გამოავლინა. "ხათუნა გოგალაძეს ასევე დავუწუნე მენეჯერული თვისებელი. მან გარკვეული სისუსტეები გამოავლინა", - განმარტა პრემიერმა, რომელმაც ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს გოგალაძის გადაყენებას საფუძვლად "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით მისი საწინააღმდეგო პოზიცია დაედო.

 

 

პრემიერმა სოზარ სუბარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი რესურსის გამოყენების აუცილებლობა ახალ უწყებაში დაინახა. "სოზარმა მართლაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა სასჯელაღსრულების სისტემაში. მან რადიკალურად შეცვალა მიდგომები და ციხე გახადა იმაზე მეტად გამჭვირვალე, ვიდრე ეს არის ჩვეულებრივ დემოკრატიულ ქვეყნებში. გააუმჯობესა პატიმრების ყოფა და მდგომარეობა. სოზარმა თავისი საქმე გააკეთა ამ უწყებაში, 180 გრადუსით შეცვალა სიტუაცია იქ და ახლა საჭირო გახდა სოზარის რესურსის გამოყენება სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ საქმეში, როგორიცაა დევნილებზე ზრუნვა, ის იქნება უკომპრომისო", - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი