თამარ სანიკიძე მომავალ სამთავრობო ცვლილებებზე: "არ არის გამორიცხული ან ვიყო მე, ან იყოს სხვა"
24-07-2014, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცოტა ძნელია თქვა, ვინ მოიაზრა პრემიერმა საკუთარი განცხადების ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებას, რომ მას შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს და ამ კონტექსტში მორიგ საკადრო ცვლილებას არ გამორიცხავს.

 

 

"მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაშიც იყო გარკვეული ლოგიკა ჩადებული და რადგან თვითონ გადაწყვიტა მართლაც იყო ეს დროული. ამიტომ მე ვფიქრობ, როგორც თვითონ თქვა, ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მინისტრებზე, რამდენად კარგად გაართმევენ თავს, რამდენად ეფექტურები იქნებიან. რა თქმა უნდა, დააკვირდება რომელმა მინისტრმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და რომლის გადახალისება იქნებოდა უფრო სარგებლის მომტანი მინისტრთა კაბინეტში", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ცვლილება მას შეეხება, თამარ სანიკიძემ უპასუხა, რომ არაფერი არ არის გამორიცხული და შეუცვლელი ნამდვილად არავინ არის.

 

 

"არ არის გამორიცხული ან ვიყო მე, ან იყოს სხვა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია. მან გარკვევით თქვა, რომ აგრძელებს მონონიტორინგს და დაკვირვებას მინისტრების მუშაობაზე, რაც ნორმალურია, კარგი და საჭიროა. შესაბამისად, აქედან გამოჩნდება ვინ იქნებიან ის ადამიანები ვინც მომავალში დატოვებენ, ან საერთოდ არ დატოვებენ, ესეც საკითხავია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს, - ამის შესახებ პრემიერმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა და ამ კონტექსტში მორიგი საკადრო ცვლილება არ გამორიცხა.

 

 

"მე დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას ყველა მინისტრის და მათ შორის იმ მინისტრების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული შენიშვნები. მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შეიძლება ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს. ეს მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი