საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დეპუტატის ხელფასის გაზრდას ითხოვენ
24-07-2014, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასის გაზრდის საჭიროებას ხედავს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, პარლამენტის წევრის ხელფასი ადეკვატური არ არის, ბევრ უწყებაში დეპარტამენტის უფროსებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, დეპუტატებს და საკითხი დარეგულირებას მოითხოვს.

 

 

საკითხი დღევანდელ რიგგარაშე სხდომაზე, პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვისას დადგა. ხელფასების გაზრდის თაობაზე პირველი განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, არის თუ არა გათვალისწინებული პარლამენტის წევრის ხელფასის ზრდა 2015 წლის ბიუჯეტით.

 

 

"მესმის, რომ არაპოპულარულ საკითხს ვეხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკაში სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასი პარლამენტის წევრებს აქვთ, რაც სამართლიანად არ მიმაჩნია. დღეს გვაქვს სისტემა, როცა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსს უფრო მაღალი სახელფასო დანამატი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრის ხელფასია. ვფიქრობ, ეს საკითხი გასასწორებელია. დაბალი ანაზღაურება აქვთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს", - განაცხადა სესიაზე ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

ქუცნაშვილის პოზიცია გაიზიარა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა, რომლის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში პარლამენტის შენობასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულებისკენ მიდის, შესაძლოა, დარჩეს რეზერვი, რაც "სხვა მიმართულებით გადანაწილების საშუალებას იძლევა". ონოფრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტარის ხელფასი შეადგენს 2000 ლარს, დეპუტატი ხელზე იღებს 1600 ლარს, ხოლო პრემია საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან საერთოდ არ გაცემულა.

 



"არის ხელფასი და არის დანამატი. ხელფასი ხელზე 1600 ლარია, რაც საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნისათვის მეც მგონია, რომ დაბალია იმ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში, რაც პარლამენტარს და პარლამენტს გააჩნია. არის რეზერვი და გარკვეულწილად ზრდა არის შესაძლებელი, მაგრამ სათანადო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამაზე მსჯელობა იქნება. რემონტი დასრულებისკენ მიდის და რჩება რეზერვი, რაც სხვა მიმართულებით გადანაწილების საშუალებას იძლევა. ფაქტია, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი არ არის ადეკვატური - ბევრ უწყებაში დეპარტამენტის უფროსებს უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეებს. მთავრობამ ეს დაარეგულირა და ამის გაკეთება პარლამენტსაც მოუწევს", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი