ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის თქმით, ადეიშვილის მდგომარეობა არ იცვლება იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება
29-07-2014, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას შეთითხნილ და ფალსიფიცირებულ საქმედ მიიჩნევს, - ამის შესახებ ადეიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ კი ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიებად ახალ ბრალდებაზე პატიმრობა შეეფარდა, მისი მდგომარეობა არ იცვლება იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება.

 

 

ამასთან, როგორც ცნობილია, ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა სისხლის სამართლის ორი საქმეზე აქვს შეფარდებული – ციხეში პატიმრების წამებისა და "ქართუ" ბანკის საქმეებზე.

 

 

არსებული ინფორმაციით, ადეიშვილი უნგრეთში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

 

 

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წარუდგინეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი